გიორგი კანდელაკი - სიმართლე ისაა, რომ ნატო-ში წევრობის საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული, რაც ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა

სიმართლე ისაა, რომ ნატო-ში წევრობის საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული, რაც ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობებში საქართველომ დე-ფაქტოდ თავად შეწყვიტა ნატოს წევრობისკენ სწრაფვა.

„რუსეთის ფედერაციის დაჟინებული პოზიციის მიუხედავად, რომ გაიწვიონ ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, არ შეიცვლება, ამას არავინ გააუქმებს. გარდა ამისა, საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობებში მთავარია, რომ საქართველომ დე-ფაქტოდ თავად შეწყვიტა ნატოს წევრობისკენ სწრაფვა. ერთია თანამშრომლობა, ერთია სამხედრო წვრთნები და ასეთი ამბები, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეა წევრობის პოლიტიკური საკითხი. მთელი ამ წლების განმავლობაში გაიმართა არა ერთი და ორი ნატო-ს სამიტი, რომელსაც წინ არ უძღვოდა არც საჯაროდ, არც არასაჯაროდ არანაირი კამპანია, არანაირი ძალისხმევა საქართველოს მხრიდან, რომ დაერაზმა მეგობრები, განხორციელებულიყო ვიზიტები და ასე შემდეგ, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯი, არა ადვილ, მაგრამ რთულ გზაზე საქართველოს გადაედგა წევრობისკენ. ასე რომ, სიმართლე ისაა, რომ ნატო-ში წევრობის საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული, ეს არის ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება და ამ საკითხის გაყინვა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის მთავარი ღერძია. ესაა სიმართლე იმ სადღეგრძელობის მიღმა, რომელი დღეს შეიძლება წარმოთქვა ღარიბაშვილმა ბრიუსელში ან რომელსაც სხვა ოფიციალური პირები „აბრახუნებენ“ ხოლმე სხვადასხვა დედაქალაქებში", - განაცხადა კანდელაკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა