თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვანია, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები - არაერთგვაროვანი განცხადებები იყო "ქართული ოცნების" მხრიდან და მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ შეხვედრა შემდგარიყო

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერებისგან ბოლო დროს გაკეთებული არაერთგვაროვანი განცხადებების გამო, მათთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რომ მათი პოზიცია მოესმინათ.

თუმცა, ბოკუჩავამ მედიასთან დეტალებზე არ ისაუბრა.

"საკონსტიტუციო ცვლილებები იყო 19 აპრილის დოკუმენტის ნაწილი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რომ შევძლოთ, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. იცით, რომ არაერთგვაროვანი განცხადებები იყო "ქართული ოცნების" მხრიდან და მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ეს შეხვედრა შემდგარიყო", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისათვის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: “ლელოს" დეპუტატები - ბადრი ჯაფარიძე და ანა ნაცვლიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები - ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა. შეხვედრას ესწრებოდა ფრაქცია "ქართული ოცნების "თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა