16 დეკემბერს, 10:00 საათზე, “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” თემაზე „სასამართლო რეფორმები და 19 აპრილის შეთანხმება" დისკუსიას გამართავს.
მის: სასტუმრო „ვინდჰემ გრანდი“.
საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03
16 დეკემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
16 დეკემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)
16 დეკემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ- ის პროფესორის ივანე ჩხაიძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: "ომიკრონი, covid 19-ის ახალი შტამის გავრცელების საფრთხე და საეჭვო შემთხვევების კვლევა საქართველოში. მძიმე ეპიდვითარება და ვაქცინაციის დაბალი ტემპი." მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
16 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "რესპუბლიკური საავადმყოფოს" კლინიკური ექსპერტის, პროფესორ მაკა ბულეიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: "ომიკრონი: covid 19-ის ახალი შტამის გავრცელების საფრთხე და საეჭვო შემთხვევების კვლევა საქართველოში. მძიმე ეპიდვითარება და ვაქცინაციის დაბალი ტემპი." მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
16 დეკემბერს, 11: 00 საათზე, „სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“, „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისთან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით, „რონდელის ფონდის“ მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული ორი პარალელური კვლევის შედეგების შესახებ დისკუსიას გამართავს.
მის: სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”.
საკონტაქტო: ქეთი მიქაბერიძე - 593 94 93 93
16 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაცენტრში „მთავარი“ კომპანია „თელმიკო“ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც კომპანიის წარმომადგენლები ელექტროენერგიის გადასახადის თარიღის ცვლილებასა და მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის საშეღავათო პერიოდის დაწესებასთან დაკავშირებით ისაუბრებენ.
მის: ერწოს ქუჩა 11
საკონტაქტო: ნინო ბენდელიანი - 595 110 500
16 დეკემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
16 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
16 დეკემბერს, 15:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი
16 დეკემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო “რუმსში” „პი ემ სი კვლევითი ცენტრის“ ორგანიზებით, კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია თემაზე: „ელექტროენერგიის ბაზრის ფასები და საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება“ გაიმართება.
საკონტაქტო: ქეთევანლეკიშვილი - 599 975 975
16 დეკემბერს, 17:30 საათზე, ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები ყოველწლიურ კონფერენციაზე ერთობლივ პროექტებს წარადგენენ.
მის: „რესპუბლიკა"
საკონტაქტო: ნინო ნატროშვილი - 595356468