ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სრული თანხმობაა სარკინიგზო კომუნიკაციის გახსნაზე

დიახ, ჩვენ გვინდა საზღვრების გახსნა. ამ დრომდე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრემიერ - მინისტრების მოადგილეები მონაწილეობენ, მოლაპარაკებები რამდენიმეჯერ გაიმართა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ესპანურ მედიას განუცხადა.

„ამ სამუშაო ჯგუფის უმთავრესი ამოცანაა კომუნიკაციების გახსნა. მოლაპარაკებათა რამდენიმე ეტაპი შედარებით წარმატებული იყო. ამჟამად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არის სრული თანხმობა სარკინიგზო კომუნიკაციის გახსნის შესახებ და ჩვენ გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დავიწყეთ სარკინიგზო ხაზის მშენებლობა სომხეთის საზღვრის მიმართულებით. იმავდროულად, გასულ თვეებში სომხეთი აპროტესტებდა საავტომობილო გზების გახსნას, მაგრამ ჩვენ ახლა დავარწმუნეთ, რომ ეს გარდაუვალია და ისინი დათანხმდნენ. ახლა განვიხილავთ ამ დერეფნების იურიდიულ რეჟიმს, ზანგეზურის დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთისკენ მიემართება, იქიდან კი აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკისკენ. აქ არსებობს გარკვეული ღია კითხვები. თუმცა, მიმაჩნია, რომ ორივე ქვეყანა ხვდება, რომ ეს უნდა მოხდეს. სხვათაშორის, გასულ თვეს, სოჭში სამმხრივი შეხვედრისას, რომელიც პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით შედგა, მივიღეთ განცხადება, რომელშიც ღიად არის საუბარი კომუნიკაციების გახსნაზე. ასე რომ, ეს მოხდება. საჰაერო სივრცე უკვე აქტიურია. ახლა აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავებმა, რომლებიც აზერბაიჯანიდან ნახიჩევანისკენ ფრენენ, დაიწყეს სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება“ , - განაცხადა ალიევმა.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
თბილისში დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გაიხსნა
„კარფურისა“ და Mastercard-ის შეთავაზება გრძელდება - „კარფურის“ მიტანის სერვისის ახალი აპლიკაცია შოპინგს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის
„სილქფესტი“ ულიმიტო სასაუბრო პაკეტებს ინტერნეტის სასურველ პირობასთან ერთად გვთავაზობს!
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში