დავით ზალკალიანი - მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილი ნატო-ელი პარტნიორების მხრიდან - ერთხმად იყო აღნიშნული, რომ საქართველო პრაქტიკულად უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და შედეგიანი.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, შედგა კონკრეტული, დეტალური საუბარი იმასთან დაკავშირებით თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საქართველო დაუახლოვდეს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან მწვავე რიტორიკისა და ერთგვარი წინაპირობების წამოყენების ფონზე, იურიდიულ გარანტიებთან და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ დღეს მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილი ნატო-ელი პარტნიორების მხრიდან. ნატო-ს გენერალური მდივანი იყო უაღრესად პირდაპირი და კონკრეტული და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი არის უშუალოდ ნატო-ს და იმ ქვეყნის გადასაწყვეტი ვინც მიისწრაფის ნატო-სკენ. პირდაპირ გაკეთდა მინიშნება ნატოს წესდებაზე, კერძოდ ვაშინგტონის შეთანხმების მეათე მუხლზე, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის ნატო-სკენ, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, უნდა იყოს მიღებული ნატოში და ეს არის რა თქმა უნდა ნატო-ს და ამ ქვეყნის გადასაწყვეტი და არც ერთ მესამე მხარეს, მესამე ძალას არ აქვს უფლება ჩაერიოს ამ პროცესში. ეს გზავნილი დღეს ჩვენ ძალიან მკაფიოდ მოვისმინეთ" - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ერთხმად იყო აღნიშნული, რომ საქართველო პრაქტიკულად უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა.

„ჩვენ მოვისმინეთ მკაფიო გზავნილები იმ პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გვაქვს, თუნდაც შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენ მოვისმინეთ მხარდამჭერი გზავნილები ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან საქართველოს მიერ იმ პრაქტიკული ინსტრუმენტების შესრულების მიმართულებით, რაც ჩვენ გვაახლოებს ნატო-სთან და ერთხმად იყო აღნიშნული, რომ საქართველო პრაქტიკულად უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა" ,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან გაჟღერდა დიდი მადლიერება იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველომ გაიღო ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობით და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლიერება, როგორც ოპერაციის კომპონენტში, ისე ჰუმანიტარული პროცესის დროს, როდესაც საქართველოს გავლით ათასობით ავღანელი მოქალაქე იქნა გადაყვანილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

„მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმ წვლილის, რომელიც ჩვენ შეგვაქვს გლობალური უსაფრთხოების წინააღმდეგ გამოწვევის ბრძოლის წინაშე" , - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა