შარლ მიშელი - უკრაინას ხელახალა დავუდასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა - სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ძლიერი რეაქცია იქნება და დამნაშავეს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს

უკრაინას ხელახალა დავუდასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა - სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ძლიერი რეაქცია იქნება და დამნაშავეს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აქცენტი ევროკავშირის საინვესტიციო პაკეტზე გააკეთა და დასძინა, რომ კეთილდღეობა უსაფრთხოებასთან ერთად მოდის.

“ისინი მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. კეთილდღეობა მხოლოდ უსაფრთხოებასთან ერთად მოდის. ჩვენ უკრაინას ხელახალა დავუდასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ხვალინდელი ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს და ჩვენს პარტნიორებთან, დიდ შვიდეულთან და ნატოსთან ერთად, მტკიცედ განაცხადებს, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ძლიერი რეაქცია იქნება და დამნაშავეს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს“, - განაცხადა მიშელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა