აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია - ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული ტრიოს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ინიციატივას, გააღრმავონ თანამშრომლობა ევროკავშირთან

მივესალმებით საქართველოსთან, მოლდოვას რესპუბლიკასთან და უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებების (AAs) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) სრულად ძალაში შესვლას, მივესალმებით აქამდე მიღწეულ პროგრესს და შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ მოვუწოდებთ, - ამის შესახებ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარციაშია აღნიშნული.

„ჩვენ ვაღიარებთ დაინტერესებული პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ნათქვამია ასოცირების ხელშეკრულებებში. შეთანხმებები ითვალისწინებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას. ჩვენ მივესალმებით აქამდე მიღწეულ პროგრესს და ასოცირების შეთანხმებების და მათი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ მოვუწოდებთ. შეგახსენებთ, რომ ასოცირების შეთანხმებებისა და მათი DCFTA-ის ეფექტიანი განხორციელება ხელს უწყობს ევროკავშირთან გაძლიერებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებისთვის პირობების შექმნას, რაც გამოიწვევს შემდგომ ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარში, როგორც ეს გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულებებში. ევროკავშირი გააგრძელებს ამ კუთხით ასოცირებული პარტნიორების ძალისხმევის მხარდაჭერას. ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული პარტნიორების ტრიოს, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ინიციატივას, გააღრმავონ ევროკავშირთან თანამშრომლობა და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათ შორის გაძლიერებულ კოორდინაციას ასოცირების შეთანხმებებისა და DCFTA-ების განხორციელებასთან დაკავშირებული საერთო ინტერესებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართ,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მიესალმება სომხეთთან, საქართველოსთან, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინასთან Horizon Europe-სთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების გაფორმებას.

„ჩვენ თანაბრად გავამახვილებთ ყურადღებას ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებაზე ვაჭრობის და ეკონომიკური ინტეგრაციის, ინვესტიციებსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, გაძლიერებული სატრანსპორტო კავშირისა და ადამიანებში ინვესტირების ხელშეწყობის გზით. ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები მიესალმებიან სომხეთთან, საქართველოსთან, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინასთან Horizon Europe-სთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებს. ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები მიესალმებიან „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის დასრულებას, რამაც ხელი შეუწყო გაზის წყაროებისა და ევროკავშირისთვის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას“,- აღნიშნულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში.

დეკლარაციაში საუბარია კოვიდ-19-ის სეერთიფიკატების აღიარებაზეც.

"მივესალმებით კოვიდ-19-ის ციფრული სერთიფიკატების ურთიერთაღიარებას სომხეთთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან და სულ მალე აზერბაიჯანთან, რაც უფრო უსაფრთხოსა და მარტივს გახდის ევროკავშირისკენ და ევროკავშირიდან მოგზაურობას", - აღნიშნულია დეკლარაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა