ურსულა ფონ დერ ლაიენი - დამწუხრებული ვარ, რომ შობა პანდემიით კიდევ ერთხელ დაიჩრდილება - იანვრიდან „ომიკრონი“ ევროკავშირში კორონავირუსის დომინანტი ვარიანტი გახდება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ იანვრის შუა რიცხვებიდან „ომიკრონი“ ევროკავშირში კორონავირუსის დომინანტი ვარიანტი გახდება. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირს ეყოფა ძალა და შესაძლებლობა ვირუსი დაამარცხოს მაშინ, როდესაც ბლოკის მოსახლეობის 66% სრულად აცრილია.

„როგორც ბევრი თქვენგანი, მეც დამწუხრებული ვარ, რომ შობა კიდევ ერთხელ დაიჩრდილება პანდემიით”, -აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„ომიკრონ“ შტამთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრიც (ECDC). მათი პროგნოზით, 2022 წლის დასაწყისში ევროკავშირში რეგულაციების შესუსტებამ და ბუზტერ დოზაზე უარის თქმამ, შესაძლებელია ჯანდაცვის სასტემების სერიოზული გადატვირთვა გამოიწვიოს. შედეგად კი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო