ნიდერლანდების პარლამენტის წევრს კოვიდ-რეგულაციების ჰოლოკოსტთან შედარების გამო Twitter-ზე განცხადება წააშლევინეს

ნიდერლანდების პარლამენტის წევრს და პარტია „დემოკრატიის ფორუმის“ ლიდერს, ტიერი ბოდეს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ჰოლოკოსტთან შედარების გამო Twitter-ზე განცხადება წააშლევინეს.

პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აუცრელი ადამიანები „ახალი ებრაელები“ არიან, ისინი კი, ვინც მათ შეზღუდვებს უწესებენ - „ახალი ნაცისტები“.

Twitter-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, პოსტი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს და სოციალური ქსელის წესებს არღვევს. ტიერი ბოდეს პოსტის წასაშლელად 48 საათი მისცეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმის სახით მას ყოველდღიურად 25 000 ევროს გადახდა მოუწევდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა