სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 180 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 16 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7 874 -მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 343 157 პირი დაინფიცირდა, 327 029 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.