პარლამენტში ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“ ხელახლა შეიქმნება

პარლამენტში ხელახლა შეიქმნება ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“. ამის შესახებ საკითხი დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“ ერთი წევრის გამოკლების შემდეგ დაიშალა, მაგრამ ახლა, რაც მას შეუერთდა ერთი პარლამენტის წევრი, ხელახლა შემოიტანეს განაცხადი ფრაქციის შექმნის თაობაზე. კომიტეტმა შესაბამისი საკანონმდებლო დასკვნა მოამზადა, რომელიც პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების მისაღებად გაეგზავნება. კომიტეტმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება