კომპანია „თელასს" საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო მესამედ გადაეცა

სს „თელასს“, ნომინაციაში მსხვილი არასაფინანსო კომპანია, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო” მესამედ გადაეცა.„თელასის“ ინფორმაციით, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ საქართველოში პირველად 2019 წელს დაწესდა. პროექტის მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესება ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

მათივე ცნობით, წელს კონკურსი შვიდ ნომინაციაში გაიმართა: მსხვილი საფინანსო კომპანია; საპატიო ჯილდო მსხვილი საფინანსო კომპანიისთვის; მსხვილი არასაფინანსო კომპანია (500 ან მეტი დასაქმებული); საპატიო ჯილდო მსხვილი არასაფინანსო კომპანიისთვის (500 ან მეტი დასაქმებული); მცირე და საშუალო კომპანია (500-ზე ნაკლები დასაქმებული); საპატიო ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიისთვის (500-ზე ნაკლები დასაქმებული); მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიში.

კონკურსი ტარდება მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით.

„მოხარული ვარ, რომ ზედიზედ სამი წლის განმავლობაში „თელასი“ ამ პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულია. „თელასის“ საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე. აქციონერებს, ინვესტორებს, ბიზნეს-პარტნიორებსა და საზოგადოებას აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დროული და სანდო ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ“ - განაცხადა „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა, სერგეი კობცევმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა