საბერძნეთი, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს.მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში შესვლის ნებართვა მხოლოდ იმ მოგზაურებს ექნებათ, რომლებიც ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ.
აღნიშნული წესი ძალაში 19 დეკემბრიდან შედის.
საბერძნეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 1 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 19 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.