პაატა ზაქარეიშვილი - სამიტის დოკუმენტი  დადებითია, მაგრამ დახურულ შეხვედრებზე „ყოჩაღ, ბიჭებოზე“ ლაპარაკი არ არის -  ამას „ქართული ოცნება“ ყურადღებას არ მიაქცევს, რადგან მისთვის მთავარია, 2024 წლამდე როგორმე მიგორდნენ

სტოლტენბერგმა სამი ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა - ოპოზიციასთან თანამშრომლობა, სასამართლო რეფორმა და პირველად დააფიქსირა უსაფრთხოების სამსახურების გამჭვირვალობა - ეს იყო ძალიან მკაცრი განცხადებები, რასაც რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ყურადღებას არ მიაქცევს, რადგან მისთვის მთავარია ძალაუფლების ფლობა და ის, რომ როგორმე მიგორდნენ 2024 წლამდე, - ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის შეფასებისას განაცხადა, უფრო დადებითია სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება, ვიდრე უარყოფითი - უფრო უარყოფითია დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, ვიდრე დადებითი.

„ახლა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცალ-ცალკე შეხვედრები არის და თამამად შემიძლია ვუთხრა ყველას, რომ დახურულ შეხვედრებში ძალიან მკაცრი საუბარია, იქ ქება-დიდებაზე ლაპარაკი არ არის, „ყოჩაღ, ბიჭებოზე“ ლაპარაკი არ არის, მაგრამ შემდეგ გარეთ გამოვლენ, იცინიან და რაღაც დადებით მომენტებს ეძებენ და იმაზე ლაპარაკობენ და უკვე ჩანს, რომ გვაკრიტიკებენ. სტოლტენბერგს ძალიან მკაცრი გამოსვლა ჰქონდა. მათ კარგად იციან რა ხდება ჩვენთან. ზღაპარია, როცა ხელისუფალი ამბობს, რომ მათ არასწორი ინფორმაციები მიეწოდებათ. სტოლტენბერგმა სამი ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა.

საქართველო არის ტრიოში მოხვედრილი და სამ სახელმწიფოს მიმართ განსაკუთრებული ნდობა და იმედები აქვთ და საქართველო შედის ამაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ ბევრი კითხვა აქვთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მაინც იმედი აქვთ ჯერ კიდევ და საქართველოსთან განაგრძობენ თანამშრომლობას როგორც ასოცირების ხელშეკრულების მიმართულებით, ისე ეკონომიკური მიმართულებით. უფრო დადებითია სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება, ვიდრე უარყოფითი - უფრო უარყოფითია დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, ვიდრე დადებითი, ანუ დოკუმენტი არის დადებითი და შიგნით პირად საუბრებში, რაზეც ლაპარაკობენ, არის ძალიან მკაცრი პოზიციები. ეს განცხადებებში ჩანს, ხელისუფლებას ეუბნებიან ოპოზიციას ელაპარაკეთო, გამჭვირვალე იყოს უსაფრთხოების სამსახურებიო. ასეთი რამ არასდროს უთქვამს სტოლტენბერგს. ხელისუფლებას უთხრა, რომ თქვენი უსაფრთხოების სამსახურები უნდა იყოს გამჭვირვალეო. სამი რამ ჩამოაყალიბა ერთ წინადადებაში - ოპოზიციასთან თანამშრომლობა, სასამართლო რეფორმა და პირველად დააფიქსირეს უსაფრთხოების სამსახურების გამჭვირვალობა. პირდაპირ მიანიშნა, რომ ქვეყანას მართავს არა პარლამენტი, არა პრეზიდენტი, არამდე ქვეყანას მართავს უსაფრთხოება და კეთილი ინებე და გახადე გამჭვირვალე. როგორც იქნა ეს ინფორმაცია მივიდა ნატო-მდეც და დაიწყო უკვე შეფასება, რომ თქვენთან უსაფრთხოების სამსახურები ძალიან საეჭვოდ ჩაკეტილები და საეჭვოდ არაგამჭვირვალეები არიანო, ამიტომ ეს იყო ძალიან მკაცრი განცხადებები, რასაც რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ყურადღებას არ მიაქცევს, რადგან მისთვის მთავარია ძალაუფლების ფლობა და ის, რომ როგორმე მიგორდნენ 2024 წლამდე“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა