მარია ზახაროვა - საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე პოლიტიზირებულია

საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე პოლიტიზირებულია,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ბერლინმა გუშინ გამოაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ორ რუს დიპლომატს აძევებს. როგორც ყველას გვესმის, საქმე, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიზირებულია და არანაირი კავშირი არ აქვს კანონისა და სამართლის ცნებასთან”, - აღნიშნა მან.

გერმანიის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, 56 წლის ვადიმ კრასიკოვს, რომელმაც 2019 წელს, ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლეების თქმით, მკვლელობა რუსეთის სახელმწიფოს მიერ იყო დაგეგმილი. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა