ყველაზე იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი უკვე დიდი ხანია საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს პირდაპირი რეისებით აკავშირებს ერთმანეთთან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს სხვა აეროპორტებისგან იმით გამოირჩევა, რომ საკმაოდ დაბალბიუჯეტურ ფრენებს გვთავაზობს, თან საკმაოდ პოპულარული მიმართულებებით. სწორედ ამიტომ, ეს აეროპორტი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრი ექცევა და ავიაბილეთები ქუთაისიდან დღეს საკმაოდ მოთხოვნადია მოგზაურობის მოყვარულ საქართველოს მოქალაქეებს შორის.

ქუთაისის აეროპორტი 2021 წელს განახლდა და მგზავრებს უფრო კომფორტულ და მოსახერხებელ გარემოს სთავაზობს. განახლებული აეროპორტის ტერმინალის ზომა 4-ჯერ გაიზარდა და ის უკვე 30 000 კვ.მ -ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ტერმინალში მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, აქედან ორი ბარგის ჩასაბარებლი, იგივე „baggage drop” დახლია, რაც რეგისტრაცია გავლილ მგზავრებს საშუალებას აძლევს თვითონ ჩააბარონ ბარგი. ქუთაისის განახლებულ აეროპორტს დღესდღეობით შეუძლია 2,5 მილიონ მგზავრს მოემსახუროს.

რომელი ავიაკომპანიები ოპერირებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში?

ქუთაისის აეროპორტის ხსენებისას პირველ რიგში ავიაკომპანია Wizz Air - ი გვახსენდება, რადგან სწორედ ის არის აეროპორტის წამყვანი ავიაკომპანია. ვიზეარი საკმაოდ ცნობილი უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და სწორედ მისი ბიუჯეტური ფასები განაპირობებს მის ასეთ პოპულარობას როგორც ევროპაში, ისე საქართველოში.

Wizz Air - ი პირდაპირი ფრენების საკმაოდ დიდ არჩევანს გვთავაზობს და თან საკმაოდ პოპულარული და საინტერესო მიმართულებებით. ამ მიმართულებებიდან ყველა თუ არა, რამდენიმე მაინც აუცილებლად იქნება თითოეული ადამიანის საოცნებო სამოგზაურო ქალაქების სიაში.

ვიზეარი საშუალებას გაძლევთ შეიძნოთ იაფი Aviabiletebi და მოინახულოთ ევროპის ისეთი ჯადოსნური ქალაქები, როგორებიცაა: ვენა, პრაღა, ბერლინი, ბუდაპეშტი, მილანი, ბარსელონა, ათენი და სხვ. აღსანიშნავია, რომ Wizz Air - ი პოლონეთის 5 ქალაქში ასრულებს პირდაპირ ფრენას.

ავიაბილეთები ქუთაისიდან გარდა ევროპისა, შეგიძლიათ შეიძინოთ აზიის მიმართულებითაც. Wizz Air Georgia უკვე გვთავაზობს ფრენებს აბუ დაბის მიმართულებით, თანაც საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად. Wizz Air - ი პირველი ავიაკომპანიაა, რომელიც აბუ დაბსა და ქუთაისს საჰაერო გზით დააკავშირებს.

Wizz Air - ის ავიაბილეთების შეძენა 39 ლარადაც კი არის შესაძლებელი. მთავარია, ავიაბილეთის შეძენისთვის სწორი დრო შეარჩიოთ. მაგალითად, თუ 1.5-2 თვით ადრე შეიძენთ ავიაბილეთებს, თქვენ ნამდვილად დაზოგავთ საკმაოდ დიდ თანხას და თქვენი ოცნების ქალაქში ბიუჯეტურად იმოგზაურებთ.

რა უნდა იცოდეთ Wizz Air - ის ავიაბილეთების შეძენისას?

ავიაბილეთის ღირებულებაში შედის 10კგ. ხელბარგი, ზომებით: 40x30x20. ასევე, შეგიძლიათ დამატებით შეიძინოთ 10კგ, 20კგ, და 32 კგ ჩასაბარებელი ბარგი.

ფრენამდე 48 საათით ადრე აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია და მიიღოთ ჩასხდომის ბარათი, რათა აეროპორტში არ მოგიწიოთ ზედმეტი თანხის გადახდა.

ავიაბილეთის გაუქმების ან გადაცვლის შემთხვევაში მოქმედებს ჯარიმა, რომლის ოდენობა დამოკიდებულია გამგზავრებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაზე.

FlyAristan

კიდევ ერთი ბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებს, FlyAristan -ია. FlyAristan სიახლეა საქართველოს საავიაციო ბაზარზე. ყაზახური ავიაკომპანია პირველად საქართველოში 2021 წლის მაისში შემოვიდა და ქუთაისის საერთასორისო აეროპორტში დაიწყო ოპერირება.

FlyAristan - ი შესაძლებლობას გაძლევთ შეიძინოთ ავიაბილეთები იაფად ყაზახეთის ქალაქების მიმართულებით: აქტაუ, ატირაუ, შიმკენტი და ნურ-სულთანი.

Belavia

კიდევ ერთი ავიაკომპანია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასრულებს ფრენებს, არის ავიაკომპანია Belavia. Belavia უკვე დიდი ხანია საქართველოში ოპერირებს, კერძოდ, თბილისის და ბათუმის აეროპორტებში. 2021 წლის აგვისტოდან კი, ავიაკომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც დაიწყო ოპერირება.

ავიაკომპანია Belavia ფრენებს გვთავაზობს მინსკი - ქუთაისი - მინსკის მიმართულებით.

როგორც ხედავთ, ქუთაისიდან ფრენების საკმაოდ დიდი არჩევანია. ავიაბილეთები ქუთაისიდან შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი მიმართულებით შეიძინოთ საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად. ამისათვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ avia.ge - ის საძებო სისტემა, რაც დაგეხმარებათ მარტივად და კომფორტულად შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები და თქვენს საოცნებო ქალაქში დაუვიწყარი მოგზაურობა მოიწყოთ.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა