მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი რეპლიკების ეტაპზე გადაიდო.

სხდომის გადადების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. როგორც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განმარტა, რეპლიკისთვის დრო სჭირდებათ.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განმარტა, ​პროკურატურა "თავქუდმოგლეჯილი ჩქარობდა ამ საქმის დასრულებას, ახლა კი დროს წელავს".

როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ განმარტა, იმ შემთხვევაში, თუკი, სხდომას რამდენიმე დღით გადადებს, განაჩენის გამოცხადება სადღესასწაულო დღეებს დაემთხვევა. "მე რომ გადავდო, გამოდის, რომ თქვენ სადღესასწაულო დღეებზე იმხიარულებთ და მე აქ უნდა გავატარო", - განაცხადა არევაძემ, რასთან დაკავშირებითაც, ავთანდილ წერეთელმა უთხრა: "მარტო ხომ არ იქნებით, ყველა ერთად ვიქნებით".

საბოლოოდ, რეპლიკების ეტაპით სხდომა 11 იანვარს, 11:00 საათზე განახლდება, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა