ოლაფ შოლცი რუსი დიპლომატების გაძევებაზე - სრულიად მართებულია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაფიო პასუხი გასცა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუსი დიპლომატების გაძევება მართებული გადაწყვეტილებაა.

„სრულიად სწორია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ამაზე მკაფიო პასუხი გასცა“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, 56 წლის ვადიმ კრასიკოვს, რომელმაც 2019 წელს, ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო