დიმიტრი პესკოვი - გერმანიის მიერ რუსი დიპლომატების გაძევება რუსულ-გერმანულ ურთიერთობებში არასასიამოვნო ეპიზოდია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ რუსი დიპლომატების გერმანიიდან გაძევება რუსულ-გერმანულ ურთიერთობებში არასასიამოვნო ეპიზოდია, თუმცა ამან ვლადიმერ პუტინსა და ოლაფ შოლცს შორის დიალოგის პერსპექტივას ხელი არ უნდა შეუშალოს.

„ეს ეპიზოდი, უსიამოვნოა ორმხრივ ურთიერთობებში, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამან არავითარ შემთხვევაში არ უნდა იმოქმედოს პრეზიდენტ პუტინსა და გერმანიის ახალ კანცლერს შორის დიალოგის დამყარების პერსპექტივაზე“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, 56 წლის ვადიმ კრასიკოვს, რომელმაც 2019 წელს, ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით კი, რუსი დიპლომატების გაძევება მართებული გადაწყვეტილებაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა