ნათია თურნავა - ახლოს ვართ გაზიფიკაციის 93%-იან ნიშნულთან და ჩვენი რელიეფის ქვეყნისთვის ეს მართლაც  დიდი სახელმწიფო ინვესტიციაა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, 2022 წელს ახალი პროექტები ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება.

როგორც თურნავამ განაცხადა, მათ შორის, მოსალოდნელია 10 ახალი ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა - დაახლოებით 30 მგვტ დადგმული სიმძლავრით, რაც 120 მლნ ლარზე მეტის ინვესტიციაა.

ამის შესახებ თურნავამ პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას ენერგეტიკის დარგში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ასევე იგეგმება ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დაწყება. დასრულდება კვლევა და გადავალთ პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის მწვანე წყალბადის გამოყენების მიმართულებით. მისასალმებელია, რომ ჩვენ ვართ ამ კუთხით წინა ხაზზე და საქართველო არის ის ადგილი, სადაც ამ ტექნოლოგიების პილოტირება პირველად ხვდება ჩვენს რეგიონში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, აქტიური მიდგომები დაიწყება საქართველოში ენერგოეფექტური მიდგომების დასანერგად. ასევე, გაგრძელდება გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა, რომლის თანახმადაც, განხორციელდება 17,406 ოჯახის გაზიფიცირება 107 დასახლებულ პუნქტში.

„შეგახსენებთ, რომ 2019-2021 წელს გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა, ჯამში, 384 დასახლებულ პუნქტში, დამატებით 88 363 აბონენტისთვის. ხოლო 2022-2024 წლებში განხორციელდება 39 698 ოჯახის გაზიფიცირება 244 დასახლებულ პუნქტში. საერთო ჯამში, სულ 2019-2024 წლების გეგმებით დამატებით ბუნებრივი გაზი მიეწოდება 128 061 პოტენციურ აბონენტს 628 სოფელში. ასეთი მასშტაბური გაზიფიკაციის მაგალითი იშვიათად მოიპოვება ევროპულ სახელმწიფოებში. ჩვენ დღეს ახლოს ვართ 93 პროცენტიან გაზიფიკაციის ნიშნულთან და ჩვენი რელიეფის ქვეყნისთვის ეს მართლაც არის დიდი სახელმწიფო ინვესტიცია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა