აზერბაიჯანში კორონავირუსის 984 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 12 ადამიანი

აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 984 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 608 060 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 582 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 8 149 კი გარდაიცვალა.

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 46.3% არის აცრილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა