სალომე ზურაბიშვილი - წარსულთან გავასწოროთ ანგარიშები, შევაფასოთ, დავხუროთ ის ფურცლები, რომელიც დღეს ძალიან მძიმედ გვაწვება, დავინახოთ  მომავალი უფრო ნათლად - ეს მოგვიტანს შინაგან დამშვიდებას

წარსულთან გავასწოროთ ანგარიშები, შევაფასოთ, დავხუროთ ის ფურცლები, რომელიც დღეს ძალიან მძიმედ გვაწვება, დავინახოთ მომავალი უფრო ნათლად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებთან საახალწლო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია პროცესის დაწყება, რომელიც ისე უნდა დასრულდეს, როგორც მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს.

პრეზიდენტის თქმით, აღარ ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის თუნდაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

„მთავარია, რას მოგვცემს ეს პროცესი, თუკი დავიწყეთ, თუკი წავიყვანეთ წარმატებულად რაღაც ეტაპამდე. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ წარსულთან გავასწოროთ ჩვენი ანგარიშები, შევაფასოთ ის წარსული, დავხუროთ წარსულის ის ფურცლები, რომელიც დღეს ძალიან მძიმედ გვაწვება, მომავალი დავინახოთ უფრო ნათლად. ეს მოგვიტანს შინაგან დამშვიდებას, გამყარებას დემოკრატიისა - ეს არის ერთ-ერთი შედეგი, რომ ამით უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება დემოკრატია, თუკი ჩვენ შევძელით ამ პროცესის წარმართვა, რაც დღეს მსოფლიოში ბევრ ქვვეყანას არ შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ერთგვარი მაგალითი იმისა, რომ პატარა ქვეყანამ შეძლო ან შეძლო პროცესის დაწყება, რაზეც ბევრი დიდი ქვეყანა ჯერ ვერც ბედავს, რომ იფიქროს.

ეს არის ნამდვილი გზა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის რეალიზებისა, მსოფლიოში და რეგიონში ახალი როლის დამკვიდრების.

ოკუპაცია, რომელზედაც პრაქტიკულად, აღარ ვლაპარაკობთ, დროდადრო ვამბობთ, რომ მიუღებელია ის, რაც საოკუპაციო ხაზზე ხდება, მაგრამ არ არსებობს რეალური სამოქმედო გეგმა და ვერც იქნება, რადგან ქვეყანა, რომელიც არ არის გაერთიანებული, ვერ ისაუბრებს თავისი ოკუპირებული ტერიტორიების გაერთიანებაზე - ეს არის ანაბანა. პირველი მაგალითი უნდა იყოს ძლიერი ქვეყნის, გაერთიანებული ქვეყნის, რომელმაც იცის საით მიდის, რა არის მისი პერსპექტივა, რომ ეს ერთიანობა დავანახოთ ჩვენს აფხაზებს და ოსებს, იმათ ვაჩვენოთ ნამდვილი გზა, რომელიც მათაც მისცემთ პერსპექტივას.

ერთად გავიაზროთ ჩვენი ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ერ არის ერთობლივ ხედვაში, ამასაც სჭირდება შეჯერებული ძალები, ყოველთვის არ ვიქნებით ერთმანეთთან თანხმობაში, ეს არის იდეალური, არარსებული ქვეყანა, სადაც აქვთ ერთი და იგივე აზრი, მაგრამ რაღაცებზე უნდა შევძლოთ არა თუ შეთანხმება, საუბარი, რომ სხვისი არგუმენტი მოვისმინოთ, შეიძლება ისიც მივიღოთ, ან არ მივიღოთ. ასევე უნდა იყოს ამ პროცესის ბოლოც, რომ ჩვენ ეს ეროვნული საუბარი შევძლოთ არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალში, ამითი იქნება ეს ქვეყანა ისეთი, როგორიც გვინდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა