ირაკლი კობახიძე - არ მჯერა იმის, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, აღიარებენ დანაშაულებს, რაც ნებისმიერი შერიგების აუცილებელი წინაპირობაა

მე არ მჯერა იმის, რომ ეს პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, აღიარებენ დანაშაულებს, რაც არის ნებისმიერი შერიგების აუცილებელი წინაპირობაა,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა.

როგორც კობახიძე განმარტავს, ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა, უნდა შეფასდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივაც.

„მადლობა, პრეზიდენტს. მისი დამოკიდებულების, განწყობისთვის და ინიციატივისთვის. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

რაც შეეხება შერიგებას, შერიგებასთან დაკავშირებით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. ჩვენი პოზიციაა, რომ ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა. სამართლიანობაში იგულისხმება ის, რომ უნდა შეფასდეს, მათ შორის, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივა, ამის მიხედვით შეგვიძლია გავაგრძელოთ ურთიერთობა, ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან. ეს იყო ერთ-ერთი პასაჟი პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაში, ისიც ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ რაღაცების შეფასება მნიშვნელოვანია და ეს არის წინაპირობა, რათა ეს პროცესი წარმატებული იყოს. უნდა შეფასდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, პირველ რიგში, იგულისხმება ის 9 წელი, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ გამოგვატარა 2004-1012 წლებში და რომლის მსხვერპლიც იყო უამრავი ადამიანი, ათულობით ათასი ადამიანი, რომელსაც ქონება წაართვეს, აწამეს, მედია წაართვეს და ასე შემდეგ. თუ ეს შეფასება გაკეთდება, უფრო გამარტივდება ის პროცესი, რასაც პოლარიზაციის ხარისხის შემცირება ჰქვია, პოლარიზაციის ხარისხის შემცირება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მე არ მჯერა იმის, რომ ეს პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, აღიარებენ დანაშაულებს, რაც არის ნებისმიერი შერიგების აუცილებელი წინაპირობა.

მე არ მჯერა, რომ ისინი აღიარებენ საკუთარ დანაშაულებს. ამის მორიგი ნიშანი იყო ის, რომ არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში. ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს დღემდე მესამე პრეზიდენტს უწოდებენ, კლიშეებს ამკვიდრებენ, პატივს არ სცემენ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, რაც ყველფერზე მეტყველია და ცხადყოფს. მათ დამოკიდებულებას პოლიტიკური პროცესის მიმართ და საკუთარი დანაშაულების მიმართ“,- აღნიშნავს კობახიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა