დანიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტების გამოყენება დაუშვა

დანია პირველი ქვეყანა გახდა ევროკავშირის მასშტაბით, ვინც კორონავირუსის სამკურნალო ამერიკული კომპანია Merck -ის მიერ წარმოებული ტაბლეტების გამოყენება დაუშვა.

„ჩვენ ტაბლეტებით მკურნალობის რეკომენდაციას ვიძლევით, რადგან მივიჩნევთ, რომ უპირატესობა პრევალირებს რისკებზე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გაცილებით დიდი რისკი დაინფიცირდნენ კოვიდ-19-ით“, - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა კირსტინ მოლ ჰარბოუმ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია კორონავირუსის რეკორდული რაოდენობით გავრცელებისა და "ომიკრონ" შტამის აფეთქების ფონზე, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, კოპენჰაგენში მიმდინარე კვირას დომინანტი შტამი გახდება.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს