ევროპარლამენტმა რუსეთთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო

უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვს ნებისმიერი აგრესია უნდა დაუჯდეს მაღალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასად. ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის შესაბამის რეზოლუციაში, რომელიც 548 ხმით 69-ის წინააღმდეგ არის მიღებული. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ევროპარლამენტი გმობს რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების ზრდას.

ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს რუსეთის ხელისუფლებისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნის მისამართით მუქარა.

რეზოლუციის თანახმად, რუსეთის მიერ ძალების ზრდა წარმოადგენს ინსტრუმენტს პოლიტიკური დათმობების მისაღებად დასავლეთისგან უკრაინის ხარჯზე.

უკრაინის ნატოში მისწრაფების შესახებ ტექსტში ნათქვამია, რომ ნებისმიერი ქვეყნის არჩევანი არ უნდა გახდეს მესამე ქვეყნის თანხმობის საგანი.

ამიტომ ევროპარლამენტი გამორიცხავს რუსეთის მცდელობას ზოგიერთი ქვეყანა თავისი გავლენის სფეროში ჩართოს.

ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს, გაუგზავნოს რუსეთს მკაცრი გაფრთხილება, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედება არა მხოლოდ მიუღებელი იქნება, არამედ მას მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური ღირებულება ექნება.

„სანქციების ნებისმიერი ახალი პაკეტი უნდა მოიცავდეს რუსეთის ოფიცერთა კორპუსს, რომელიც მონაწილეობს შესაძლო შემოჭრის დაგეგმვაში, ისევე როგორც ოლიგარქების უახლოესი გარემოცვა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის ორბიტაზეა. სანქციები ასევე უნდა მოიცავდეს ფინანსური და ფიზიკური აქტივების გაყინვას ევროკავშირში, მოგზაურობის აკრძალვებს, რუსეთის SWIFT-ის გადახდის სისტემიდან გარიცხვას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ევროპარლამენტი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები სწრაფად უნდა შეთანხმდნენ „მკაცრ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებზე რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უშუალო საფრთხეების დასაძლევად, ვიდრე დაელოდონ შემდგომ შეჭრას.“

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს