ენტონი ფაუჩი - „ომიკრონ“ ვარიანტის გამო საქმე შეიძლება ცუდად წავიდეს, განსაკუთრებით არავაქცინირებულებისთვის

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი აშშ-ში დომინანტური, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება და ზამთარში მოსალოდნელია საავადმყოფოების გადატვირთვა.

ამასთან, მისი თქმით, ვაქცინირებული ადამიანები და განსაკუთრებით ისინი, რომლებიც “ბუსტერ“ დოზით არიან აცრილები, "შედარებით კარგად იქნებიან დაცული".

ენტონი ფაუჩიმ ხაზი გაუსვა, რომ ის ყველაზე მეტად არავაქცინირებულებზე სწუხს.

„საქმე შეიძლება ძალიან ცუდი წავიდეს, განსაკუთრებით არავაქცინირებული ადამიანებისთვის. მჯერა, რომ ვაქცინირებულები და ისინი, რომლებიც „ბუსტერ“ დოზით არიან აცრილები, შედარებით კარგად იქნებიან დაცული, ყოველ შემთხვევაში, მძიმე დაავადებისგან,“- აღნიშნა ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში, ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მას სპეციალისტები ჯერ კიდევ იკვლევენ იმის დასადგენად, იწვევს თუ არა აქამდე აღმოჩენილ ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ" გლობალურ რისკს წარმოადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა