ზურა ჯიშკარიანის გზამკვლევის „აია“ პრეზენტაცია გაიმართება

20 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ზურა ჯიშკარიანის „აიას“ პრეზენტაცია გაიმართება. გზამკვლევი კოლხეთის წარსულს, აწმყოსა და წარმოსახვით მომავალს ეხება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ავტორს წიგნზე მუშაობისას კონსულტაციებს მეცნიერთა ინტერდისციპლინური ჯგუფი უწევდა. გზამკვლევში ინტეგრირებულია „დამატებითი რეალობის“ (AR) გრაფიკული ნიმუშები. „აია“ გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ USAID/Zrda-ს მხარდაჭერით.

„გზამკვლევში შესულია კოლხეთის ისტორია, მითები და ღვთაებები, უახლოესი წარსული, ფლორა-ფაუნის აღწერა და მომავლის ფაზისის აკადემია, სადაც ქართული წარმოების ანდროიდები საუბრობენ უძველეს კოლხურ საგაზე.

წიგნზე მწერლის გარდა მუშაობდა მეცნიერთა, 3დ დიზაინერთა და პროგრამისტთა ჯგუფი.

გზამკვლევი შეიცავს „დამატებითი რეალობის“ (AR) გრაფიკულ ნიმუშებს, რომელთა დათვალიერება გამოცემისთვის შექმნილი მობილური აპლიკაციითაა შესაძლებელი. აპლიკაციის დასაყენებლად მკითხველს შეუძლია დაასკანეროს QR კოდი, შემდეგ კი დაათვალიეროს გრაფიკული ნიმუშები და მიჰყვეს ინსტრუქციებს. წიგნში გამოყენებული ტექნოლოგია განკუთვნილია ფართო აუდიტორიისა და ტურისტებისთვის.

პროექტზე მუშაობისას ავტორს კონსულტაციებს უწევდა მეცნიერთა ჯგუფი:

ნინო დობორჯგინიძე, პროფესორი ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

რუსუდან ცანავა, ჰუმანიტარული ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ნათია კოპალიანი, პროფესორი ცხოველთა ქცევის ეკოლოგიისა და კონსერვაციული ბიოლოგიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

გურამ ყიფიანი, ემერიტუს-პროფესორი არქეოლოგიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დავით თარხნიშვილი, პროფესორი ევოლუციური ბიოლოგიისა და ეკოლოგიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ლექსო გავაშელიშვილი, პროფესორი ეკოლოგიისა და კონსერვაციული ბიოლოგიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ლევან ბერძენიშვილი, პროფესორი კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ზურაბ ჯავახიშვილი, ასოცირებული პროფესორი ეკოლოგიის, კონსერვაციული ბიოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ზურაბ გურიელიძე, პროფესორი კონსერვაციული ბიოლოგიისა და პოპულაციური ეკოლოგიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა