„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები - „ომიკრონი“ მსოფლიოს ჯანდაცვისთვის უდიდესი საფრთხეა

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები აცხადებენ, რომ ამჟამად, მსოფლიოს ჯანდაცვისთვის უდიდესი გამოწვევა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტია და ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. „დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ღრმად შეშფოთებული მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ეს მოვლენები უნდა განიხილებოდეს, როგორც უდიდესი საფრთხე გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. ახლა, მჭიდროდ თანამშრომლობა, მონიტორინგი და მონაცემების გაზიარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე", - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს დიაგნოსტიკის, ვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების გლობალურ ხელმისაწვდომობაზე, რათა ებრძოლონ მის გავრცელებას.

”მინისტრები ასევე შეთანხმდნენ „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის კამპანიებისა და რეგულარული ტესტირების გაფართოების მნიშვნელობაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში, ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მას სპეციალისტები ჯერ კიდევ იკვლევენ იმის დასადგენად, იწვევს თუ არა აქამდე აღმოჩენილ ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ" გლობალურ რისკს წარმოადგენს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან