ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკური სექტორი, როგორც მკურნალობის გაიდლაინებით, ასევე საწოლფონდით მზადაა, რომ „ომიკრონის“ შტამს გაუმკლავდეს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკური სექტორი, როგორც მკურნალობის გაიდლაინებით, ასევე საწოლფონდით მზადაა, რომ „ომიკრონის“ შტამს გაუმკლავდეს.

ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯერჯერობით „ომიკრონის“ შემთხვევა დადასტურებული არ არის, თუმცა, ლუგარის ლაბორატორიაში რამდენიმე საეჭვო შემთხვევას სწავლობენ.

„ჩვენ ჯერ ველოდებით ლუგარის პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ მტკიცებულებაზე დაყრდნობილ პასუხს, არის თუ არა „ომიკრონი“ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მივმართავთ იმ ღონისძიებებს, რა პრაქტიკაც აქვთ იმ ქვეყნებს, სადაც „ომიკრონი“ დადასტურდა. კლინიკურ სექტორს რაც შეეხება, ისინი მომზადებულები არიან როგორც მკურნალობის კუთხით არსებული გაიდლაინებით, ასევე საწოლფონდით, რომელიც ამ გამოწვევას გაუმკლავდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის არსებული სისტემა მზადაა რთულ ვითარებასაც გაუმკლავდეს.

„ჯანდაცვის სისტემა იყო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, პანდემიის დასაწყისში, ვინაიდან არ გვქონდა საკმარისი მზაობა ამისთვის. გამოვიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი, თუმცა, დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მართვა ავტომატურ რეჟიმზეა, ვინაიდან, ყველა ის რგოლი, რომელიც უნდა ზრუნავდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ეფექტურად მუშაობს. აქ ვგულისხმობ ტესტირების პროცესის შედეგებს, ტესტირების შემდეგ იდენტიფიცირებული პაციენტების მართვას როგორც ონლაინკლინიკების მხრიდან, ასევე მათ გადამისამართებას იმ შესაბამისი სირთულით, რომელშიც პაციენტი იმყოფება - ჰოსპიტალურ სექტორში ან სასტუმროში. სასწრაფოს სისტემაც ასევე აწყობილია. ჩვენ არ გვაქვს დაყოვნებული ზარები და აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს, შეძლებს გაუმკლავდეს უფრო რთულ ვითარებასაც კი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა