ეკატერინე ტიკარაძე - მოწესრიგდა კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემა და ვადები

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემა და ვადები მოწესრიგებულია.

როგორც მინისტრმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, თუ 2019 წლის ბოლოს კლინიკებისადმი დავალიანება 400 მილიონ ლარამდე იყო, 2021 წლის ბოლოს აღნიშნული დავალიანება მინიმუმამდეა შემცირებული და 180 მილიონ ლარს შეადგენს, რაც, მისივე თქმით, სწორი მენეჯმენტის შედეგია.

„ჩვენი მიზანია გაუმჯობესდეს მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა, რაც არსებული რესურსების მიზნობრივად, კონკრეტულ საჭიროებებზე გონივრული გადანაწილებით და ჯანდაცვის პროგრამების შეუფერხებელი განხორციელებით მიიღწევა. უმნიშვნელოვანესია, რომ სამედიცინო მომსახურებაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობისთვის გაიზარდოს დაფინანსება, გაგრძელდეს სატარიფო პოლიტიკის განხორციელება და გატარდეს რიგი რეფორმები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს