პაატა მანჯგალაძე - შეიძლება პრეზიდენტს  ისტორიაში შესვლა უნდოდეს, მაგრამ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება იცის და  ფრთხილობს ნაბიჯების გადადგმას - პროცესები სწრაფად ვერ განვითარდება

პრეზიდენტს აქვს მცდელობა, რომ მიაღწიოს თანხმობას მხარეებს შორის, შეიძლება ამით ისტორიაში შესვლა უნდოდეს, მაგრამ იცის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება და ძალიან ფრთხილობს ნაბიჯების გადადგმას - პროცესები სწრაფად ვერ განვითარდება სამწუხაროდ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტთან გამართულ გუშინდელ საახალწლო მიღებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, არ აქვს იმედი, რომ „ქართული ოცნება“ მყისიერ ნაბიჯებს გადადგამს. მანჯგალაძე სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეებზე საუბრობს.

„სამწუხაროა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ეყოფა პოლიტიკური სიბრძნე და დაინახავს იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება მოიტანოს პოლარიზაციამ და დაპირისპირებამ. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება უსამართლოდ და უთანასწოროდ და ეს გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას. პრეზიდენტს აქვს მცდელობები, რომ მიაღწიოს თანხმობას მხარეებს შორის და შეიძლება ამით უნდოდეს შევიდეს ისტორიაში, მაგრამ იცის რა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება, ძალიან ფრთხილობს ამ ნაბიჯების გადადგმას, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ არა იმაზე, რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რა გვაერთიანებს და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯები. ეს თუ არ გვსურს, მაშინ ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც იქცევა ირაკლი კობახიძე და დავაყენოთ წინასწარ პირობები და თავიდანვე ჩავშალოთ დიალოგი. მე არ ვარ ილუზიაში და არ მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ მყისიერად გადადგამს ამ ნაბიჯებს, პროცესები სწრაფად ვერ განვითარდება სამწუხაროდ,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს