სალომე სამადაშვილი - ერთადერთი, ვინც წინაპირობების ენით გვესაუბრება, მმართველი გუნდია - მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც მიესალმა პრეზიდენტის ინიციატივას, დამაიმედებელი იყო

ერთადერთი, ვინც წინაპირობების ენით გვესაუბრება, ეს არის მმართველი გუნდი - მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც მიესალმა პრეზიდენტის ინიციატივას, დამაიმედებელი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმედისმომცემია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აპირებს ხელი შეუწყოს დეპოლარიზაციის მიზნით საზოგადოებრივი დიალოგის გამართვას ქვეყანაში.

"ამას თუ მოჰყვება რაიმე სახის ორმხრივი შეხვედრები თუ სხვადასხვა ფორმატებში განხილვები, მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას მასში, თუმცა, განცხადებები, რაც მოვისმინეთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან შეხვედრის შემდეგ, სამწუხაროდ, არ მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ დავინახე მზაობა ხელისუფლების მხრიდან, რომ შეიძლება ეს დიალოგი იყოს შედეგიანი.

სამწუხაროა, რომ წინაპირობების ენით ვინც გვესაუბრება ამ პროცესში, ერთადერთი ეს არის მმართველი გუნდი. ამიტომ ვნახოთ, როგორ განვითარდება "ქართული ოცნების" პოზიცია. კარგია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიესალმა ინიციატივას საპატიმროდან, ეს იძლევა განცდას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მზად იქნება აქტიური მონაწილეობა მიიღოს კონსულტაციებში, მისი განცხადება არის დამაიმედებელი,"- განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს