„მის მსოფლიო 2021“-ის ფინალი კონკურსანტების კორონავირუსით დაინფიცირების გამო გადაიდო

„მის მსოფლიო 2021“-ის ფინალი, რომელიც პუერტო-რიკოში უნდა გამართულიყო, გადაიდო, რადგან ღონისძიებასთან დაკავშირებულ რამდენიმე პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, კონკურსის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებაში ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ "კონკურენტების, პერსონალის, ტელევიზიის თანამშრომლებისა და ფართო საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან“ გამომდინარე, სატელევიზიო ფინალის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

პუერტო-რიკოს ჯანდაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ კორონავირუსი „მის სამყაროსთან“ დაკავშირებულ 38 პირს დაუდასტურდა, მათგან 23 კონკურსანტია. მათი განმარტებით, კონკურსის გადადების გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა მიიღეს და არა პუერტო-რიკოს ხელისუფლებამ.

„მის მსოფლიოს“ ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფინალი მომდევნო 90 დღის განმავლობაში ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა