ევროპის მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის სამკურნალო სამი პრეპარატი დაამტკიცა

ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) კორონავირუსის მკურნალობისთვის ორი მედიკამენტი, Xevudy და Kineret-ი, გადაუდებელი გამოყენებისთვის კი მედიკამენტი Paxlovid-ი დაამტკიცა.

„მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატი Xevudy (სოტროვიმაბი), რომელიც ფარმაცევტულმა გიგანტმა GlaxoSmithKline-მა და ამერიკულმა კომპანია Vir Biotechnology-მა ერთობლივად შექმნეს, მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას პაციენტებში", - ნათქვამია EMA-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მედიკამენტი Kineret-ი, რომელიც შვედურმა კომპანია Orphan Biovitrum-მა შექმნა, ამცირებს ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებას და პაციენტებს სუნთქვის მწვავე უკმარისობის განვითარებისგან იცავს.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მტკიცებით, მესამე მედიკამენტი, კომპანია „ფაიზერის“ აბები Paxlovid-ი, რომელიც გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცეს, შეიძლება გამოყენებულ იქნას „კოვიდ 19-ით დაინფიცირებული მოზრდილების სამკურნალოდ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ დამატებითი ჟანგბადი და რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადების პროგრესირების რისკი.”

„Paxlovid-ი, უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება მალე კოვიდ 19-ის დიაგნოზის შემდეგ და სიმპტომების დაწყებიდან ხუთი დღის განმავლობაში“, - აცხადებენ სააგენტოში.

აღნიშნული სამი მედიკამენტის დამტკიცება საბოლოოდ ევროკომისიის გადასაწყვეტია. ევროკავშირმა ამ დრომდე კორონავირუსის სამკურნალო ექვსი მედიკამენტი დაამტკიცა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს