ნედ პრაისი - მივესალმებით ბერლინის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გერმანიის რეაგირებას

აშშ-ის ხელისუფლება მხარს უჭერს გერმანიის ხელისუფლების ქმედებებს საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე რუსეთის მოქალაქის ვადიმ კრასიკოვის განაჩენთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

„მივესალმებით გერმანიის რეაგირებას ბერლინის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, გაასამართლოს პირი მის ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობისთვის, რომელიც სასამართლოს დადგენილებით, რუსეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ განხორციელდა “,- წერს ნედ პრაისი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, 15 დეკემბერს გერმანიის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, 56 წლის ვადიმ კრასიკოვს, რომელმაც 2019 წელს, ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა