გიგა ბოკერია - დისკუსიის წინააღმდეგი არ ვარ, მათ შორის მწარე პოლიტიკურ ოპონენტთან, ოღონდ მონაწილეობას რაღაც სიმულაციებში არ ვაპირებ

ჯერჯერობით სამწუხაროდ, ოპტიმიზმისთვის წინაპირობები არ გვაქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, სიტყვების ნაცვლად, ქმედებებით უნდა ვიმსჯელოთ.

„ჯერჯერობით, სამწუხაროდ, წინაპირობები ოპტიმიზმისთვის არ გვაქვს. თუ აღმოჩნდება, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, მზად არის იმოქმედოს და შეაჩეროს ის კატასტროფული კურსი, რაც ივანიშვილისა და მის გარემოცვას აქვს, მხოლოდ მოხარული ვიქნებით. არ ვართ დისკუსიის წინააღმდეგი, მათ შორის მწარე პოლიტიკურ ოპონენტთან, ვისაც მტრად მიაჩნიხარ, ოღონდ მონაწილეობას რაღაც სიმულაციებში არ ვაპირებ, რადგან უცნაური მიმდევრობაა, ჯერ უცხოეთში ფორუმზე ამის გამოცხადება, მერე რაღაც ცერემონიის დაგეგმვა და ფიქრი იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს პროცესი. პირიქით უნდა ყოფილიყო, ეს უფრო ნორმალური იქნებოდა.

თავისუფალი სამყაროს მოლოდინი, თუ მისი წევრობა გსურს, რაც ივანიშვილის რეჟიმს არ სურს, არის ის, რომ სასამართლო თავისუფალი იქნება, არ იქნება ძალადობა, პოლიტიკური დევნა, იქნება კანონის უზენაესობა - ეს არის დაკვეთა. ივანიშვილის რეჟიმი სიმულაციებს ხშირად ახდენდა იმისთვის, რომ გარეთ თუ რამე თავის ტკივილი აქვს, ამას რაღაცნაირად მიხედოს.

როცა მესმის განცხადება, რაც ტრივიალური ჭეშმარიტებაა, რომ ყველა შანსი უნდა გამოიყენო, რა თქმა უნდა, ეს ასეა. ოღონდ თუ ყველანაირი წინაპირობაა, რომ ეს სიმულაცია ან დეკორაცია იყოს, მაშინ ამაში მონაწილეობა პირიქით გაშორებს ამოცანას“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს