გიგა ბოკერია - საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე ქმედებებზე ივანიშვილის რეჟიმი პუტინის რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე სათანადო პოლიტიკურ ფასს არ ახდევინებს

ყოველ ჯერზე პუტინის რუსეთს საოკუპაციო ზოლთან მსგავსი ქმედება საერთაშორისო ასპარეზზე დიდი ფასი უნდა დაუჯდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში ისე არ უნდა მოიქცე, როგორც ამას დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს.

„ამ საკითხზე ივანიშვილის რეჟიმი რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე მინიმალურ პოლიტიკურ ფასს არ ახდევინებს. აქ არ არის საკმარისი უბრალოდ რამდენიმე განცხადება. თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა ყოფილიყო, რომ პუტინის რუსეთისთვის ყოველ ჯერზე ამის გაკეთება საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემა გამხდარიყო. ეს არ იქნებოდა გარანტია, რომ ასე არ მოიქცეოდა, მაგრამ თუ შენ ამას არ აკეთებ, გარანტია გაქვს, რომ ისე მოიქცევა, როგორც ახლა აკეთებს.

ლეგიტიმურად, და ისე, რომ აირიდო ყოველგვარი შეტაკება, საჭიროა ადგილზე ხელის შეშლა ინფრასტრუქტურის გამართვაში. ასე ხდებოდა ადრე, ეს არ არის ურისკო ამბავი, მაგრამ ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ეს ნაბიჯი გადადგას და ივანიშვილის რეჟიმი არ უნდა იყენებდეს ამ ყველაფერს საზოგადოების დასაშინებლად“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ჩორჩანა-ჯვარის მონაკვეთზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ახალი მავთულხლართების გავლება დაიწყეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა