ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ პირველი შეხვედრა სლოვაკ კოლეგასთან, იაროსლავ ნადთან გამართა. სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროში საზეიმო დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვაკეთის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში სლოვაკეთის მნიშვნელოვანი წვლილი, ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში კონტრიბუცია ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ნატოს ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონცეფციის იმპლემენტაციის კუთხით.

სლოვაკეთში ვიზიტის განმავლობაში ჯუანშერ ბურჭულაძე ასევე შეხვდება საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრსა და ეროვნული საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა