რუსეთის საგარეო უწყება - აშშ-მ პირობა უნდა დადოს, რომ გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით და უარს იტყვის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ალიანსში მიღებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულებების ორი პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც ნატო-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ითვალისწინებს.

შეთანხმების პროექტის პირველი ტექსტის მიხედვით, რუსეთი ნატო-სგან შემდგომი გაფართოებისა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გამორიცხავს ითხოვს, ასევე უარის თქმას დამატებითი ძალებისა და შეიარაღების განთავსებაზე ქვეყნებს გარეთ, იმ ტერიტორიებზე, რომლებშიც ისინი იყვნენ 1997 წლის მაისის მდგომარეობით (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებამდე).

რუსეთის საგარეო უწყება ასევე ითხოვს, უარის თქმას ნატო-ს ნებისმიერ სამხედრო აქტივობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ასევე იმას, რომ არ განთავსდეს საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტები იქ, საიდანაც მათ შეუძლიათ სხვა მხარის ტერიტორიის დაზიანება.

ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია, რომ არ უნდა გაიმართოს სწავლებები, რომელშიც ერთ ბრიგადაზე მეტია ჩართული და რეგულარულად უნდა განხორციელდეს სამხედრო სწავლებების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე მოითხოვს, დადასტურდეს, რომ მხარეები ერთმანეთს არ განიხილავენ როგორც მოწინააღმდეგეებს, მოხდეს შეთანხმება და ყველა საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად, ასევე მოხდეს ძალის გამოყენებისგან თავშეკავება;

ხელშეკრულების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ მოხდეს ვალდებულების აღება არ შეიქმნას პირობები, რომლებიც შესაძლოა შეფასდეს როგორც მუქარა სხვა მხარის მიმართ.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე მოითხოვს, შეიქმნას ცხელი ხაზი საგანგებო კონტაქტებისთვის.

რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, მასში აღნიშნულია: არ განთავსდეს შეიარაღება და ძალები იმ რაიონებში, სადაც ეს აღქმული იქნება სხვა მხარის მიერ როგორც ეროვნული უსაფრთხოებისადმი საფრთხე, ასევე მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, თავი შეიკავოს ბირთვული და არაბირთვული ბომბდამშენების ფრენისგან საკუთარი საჰაერო სივრცის გარეთ და სამხედრო გემების ყოფნისაგან ეროვნული წყლების გარეთ, საიდანაც მათ მეორე მხარის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის განხორციელება შეეძლებათ.

პროექტის ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ „შეერთებულმა შტატებმა პირობა უნდა დადოს, რომ გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით და უარს იტყვის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ალიანსში მიღებაზე, არ შექმნის სამხედრო ბაზებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არ გამოიყენებს მათი სამხედრო ინფრასტრუქტურას და არ განავითარეს მათთან სამხედრო თანამშრომლობას“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა