თეთრი სახლის პრესსპიკერი - ჩვენ არ დავთმობთ პრინციპებს - ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევისგან თავისუფლად

ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა, გარე ჩარევისგან თავისუფლად, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკმა განაცხადა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ შეთავაზებული წინადადებები ნახა და მის ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

„ევროპის უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებები ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე არ იქნება“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

„ჩვენ არ დავთმობთ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც აგებულია ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა, გარე ჩარევისგან თავისუფლად“, - დასძინა მან.

ხუთშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ მზადაა გაგზავნოს მთავრობის მხრიდან წარმომადგენელი "ნებისმიერ მომენტში", რათა დაიწყოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლებიც მას სჭირდება.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულებების ორი პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც ნატო-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ითვალისწინებს.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს