რატი ბრეგაძე - საქართველოში შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის, „პრობბოქსის“ ექსპორტი და პრობაციის ევროპული კონფედერაციის ინოვაციების კონკურსზე გატანა იგეგმება

საქართველოში შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის, „პრობბოქსის“ ექსპორტი და პრობაციის ევროპული კონფედერაციის ინოვაციების კონკურსზე გატანა იგეგმება - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, პირობით მსჯავრდებულები Probbox-ის საშუალებით იმ მომსახურებებს მიიღებენ, რომელიც მათთვის აქამდე მხოლოდ პრობაციის ბიუროებში გამოცხადებით იყო ხელმისაწვდომი.

კერძოდ, Probbox-ის გამოყენებით პრობაციონერები პირად გვერდზე შესვლით რეჟიმით გათვალისწინებულ გრაფიკს, საქმისმწარმოებელი პრობაციის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემებს გაეცნობიან. თავად გააკეთებენ განაცხადს რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნასთან დაკავშირებით, გაეცნობიან თავიანთ უფლება-მოვალეობებს, მიიღებენ ინფორმაციას საზღვრის კვეთასთან და დადგენილ საფასურთან დაკავშირებით, გაეცნობიან პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის შესახებ დაწესებულ მოთხოვნებს და შეძლებენ, გადაიხადონ რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა. ასევე, საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვისა და შინაპატიმრობის მომსახურების საფასურის გადახდასაც შეძლებენ და გაეცნობიან შეთავაზებებს სხვადასხვა სერვისებისა თუ დასაქმების შესახებ, რომელსაც სააგენტო სთავაზობს.

იუსტიციის მინისტრმა ევროპაში ანალოგის არმქონე მოწყობილობის შექმნის წინაპირობებზე ისაუბრა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, Probbox-ის შექმნა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის, ძირითადი პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობისთვის კონფიდენციალურობის დაცვა, სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამინისტროს სისტემაში მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული მაღალტექნოლოგიური მომსახურებების განვითარებაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა