საფრანგეთის პრემიერი - „ომიკრონ“ ვარიანტი ელვის სისწრაფით ვრცელდება

კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი ელვის სისწრაფით ვრცელდება ევროპაში და სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისისთვის საფრანგეთში დომინანტური გახდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა.

საფრანგეთის მთავრობამ „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად დამატებითი ზომები მიიღო. კერძოდ, გაამკაცრა მიმოსვლა გაერთიანებულ სამეფოსთან, ვაქცინის მეორე და მესამე დოზით აცრებს შორის შუალედი შეამცირა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შორ მანძილზე მგზავრობის შემთხვევაში, კოვიდ პასპორტების წარდგენა სავალდებულო გახადა.

გარდა ამისა, ყველა ოფიციალური საახალწლო ზეიმი და ფოიერვერკი გაუქმდა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა, მომავალ წელს ახალ ზომებს გამოაცხადებს, რომლის მიზანი ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებაა.

"მიუღებელია, რომ რამდენიმე მილიონი ფრანგის უარი ვაქცინაციაზე საფრთხეში აგდებს მთელ ქვეყანას,“- აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში, ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მას სპეციალისტები ჯერ კიდევ იკვლევენ იმის დასადგენად, იწვევს თუ არა აქამდე აღმოჩენილ ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ" გლობალურ რისკს წარმოადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო