უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - უკრიანის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ უკრიანისა და ალიანსის გადასაწყვეტია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ უკრიანისა და ალიანსის გადასაწყვეტია.

უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენლის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, უკრიანას სრული უფლება აქვს საკუთარი განვითარების ვექტორი თავად აირჩიოს და ამ პოზიციას იზიარებს ნატო-ც.

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტს, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების მთავარი პრობლემა ახლა არის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესია, ისევე როგორც რუსეთის ამჟამინდელი ესკალაცია უკრაინის საზღვრებთან და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სწორედ რუსეთის მიერ გაჩაღებული საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის შეზღუდვა და დასრულება არის კონტინენტზე უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია“- განაცხადა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო