გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - „ომიკრონის“ გამო უნდა მოვემზადოთ გამოწვევისთვის, რომელიც ჯერ არ გვქონია

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი აცხადებს, რომ ქვეყანას, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გამო, "მასიური მეხუთე ტალღა“ ემუქრება.

„უნდა მოვემზადოთ გამოწვევისთვის, რომელიც ამ ფორმით ჯერ არ გვქონია,“- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ შეიძლება უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევდეს, ვიდრე სხვა ვარიანტები, „სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ ორ-სამ კვირას შეიძლება შენარჩუნდეს, სანამ ვირუსის ზრდა ამ უპირატესობას შთანთქავს.“ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ წინ რთული პერიოდი „გარდაუვალია“.

ცნობისათვის, გერმანიაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 42 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია, როცა ქვეყანაში დაახლოებით 50 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა