ფილიპინებში ძლიერ ქარიშხალს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებს ძლიერი ქარიშხალი „რაი“ დაატყდა თავს. BBC-ის ინფორმაციით, ქარის სიჩქარემ 195 კმ/სთ-ს გადააჭარბა. გამოცემის ცნობით, „რაი“ ფილიპინებში მიმდინარე წლის ყველაზე ძლიერ ქარიშხლად შეფასდა. სტიქიურმა უბედურებამ ქვეყანაში ასობით შენობა დააზიანა, ელექტროენერგია არ მიეწოდება 3 მილიონზე მეტ ადამიანს.

ფილიპინების სტიქიური უბედურებების სააგენტოს ცნობით, ქარიშხალს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ათობით პირი კი დაკარგულად ითვლება.

მაშველებს მოსახლეობა საშიში ზონიდან გამოჰყავთ. წინასწარი მონაცემებით, ქარიშხალმა „რაიმ“ ფილიპინებს 400 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო