IBSU-მ ადმინისტრაციული სამართლის ფორუმს უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ადმინისტრაციული სამართლის ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი და შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმის მონაწილეებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი მიესალმა. დღესვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტსა და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ შორის.

როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციაშია ნათქვამი, ფორუმზე განიხილეს ადმინისტრაციული სამართლის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს დროებითი განჩინებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების და უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავების განხილვის პრობლემური საკითხები.

„პირველ სესიას უძღვებოდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, ხატია არდაზიშვილი, რომელმაც სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის წარმოების საკითხებზე და გამოწვევებზე ისაუბრა.

ფორუმის მეორე სესია ჩაატარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ თამარ ოქროპირიძემ, რომელმაც მონაწილეებს უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავების განხილვის პრობლემური საკითხები გააცნო.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა, პრაქტიკოსმა იურისტებმა და საჯარო მოხელეებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადმინისტრაციული სამართლის საკითხებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება