ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლონდონმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ჯარები გაგზავნონ

ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლონდონმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინაში ჯარები გაგზავნონ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი იქ შეიჭრება,- „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა.

„უკრაინა არ არის ნატოს წევრი, ამიტომ ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე აპირებდეს ჯარების გაგზავნას უკრაინაში. არ უნდა მოვატყუოთ ხალხს, რომ ასე მოვიქცევით. უკრაინელებმა ეს იციან,“- განაცხადა უოლესმა და დასძინა, რომ ამის ნაცვლად, არსებობს მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი სანქციები, რომლებიც შეიძლება დაწესდეს კრემლის წინააღმდეგ.

ცნობისათვის, ხუთშაბათს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელი მოაწერეს უოლესმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ, თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა, ნათქვამია, რომ „გაერთიანებული სამეფო უკრაინელი ხალხის მხარდამხარ დგას და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას.“

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა