პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატიურ კორპუსს საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს მეგობარი სახელმწიფოებისა და დიპლომატების მხარდაჭერას, მათ შორის პანდემიის პერიოდში.

„ჩემი მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის აკეთებთ", - მიმართა მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს.

ოფიციალურ მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა