პაკისტანში ბანკში აფეთქების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა კარაჩის ინდუსტრიულ ზონაში ბანკის ფილიალში აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

პოლიციის უფროსი ოფიცრის განცხადებით, აფეთქება Habib Bank Ltd-ის ფილიალში, შესაძლოა გაზის გაჟონვის გამო იყოს გამოწვეული.

სარფარაზ ნავაზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფეთქების სავარაუდო მიზეზი გაზი იყო.

„ჩვენი სპეციალური ჯგუფები მუშაობენ და ცდილობენ გაარკვიონ აფეთქების მიზეზი, მაგრამ, როგორც ჩანს, შენობა აშენდა სანიაღვრე სისტემაზე და გაზი შეიძლება იყოს ამ ყველაფრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი“, - განაცხადა მან.

აფეთქების შედეგად ძლიერ დაზიანდა ბენზინგასამართი სადგური და ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანები. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ დაზიანდა შენობა.

”ჯერჯერობით 15 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი”, - დაწერა კარაჩის ადმინისტრატორმა მურთაზა ვაჰაბმა საკუთარ "ტვიტერზე".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს