ექიმის ინფორმაციით, 17 წლის ბიჭს, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე დაჭრეს, მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა

ექიმის ინფორმაციით, ნუცუბიძის პლატოზე დაჭრილ 17 წლის ბიჭს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა და ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

„გუშინ, საღამოს ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ახალგაზრდა, 17 წლის მამაკაცი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, მათ შორის ერთი იყო შემავალი პლევრის ღრუში. გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და შემდგომი მკურნალობის მიზნით, გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში. სავარაუდოდ, ცივი იარაღით იყო მიყენებული ჭრილობები. 112-ის მიერ მოხდა პაციენტის ტრანსპორტირება“, - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, ნუცუბიძის პლატოზე 17 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა